მოვითხოვთ ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას – მაიკ პომპეო

როგორც პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი, ეს დაკავება ნავალნისა და სხვა ოპოზიციონერი ფიგურების გაჩუმების მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

“აშშ მკაცრად გმობს ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას. სერიოზული შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ეს დაკავება ნავალნისა და სხვა ოპოზიციონერი ფიგურების გაჩუმების მორიგ მცდელობას წარმოადგენს. საკუთარ თავში დარწმუნებულ პოლიტიკურ ლიდერებს კონკურენტების არ ეშინიათ და არ ახორციელებენ ძალადობას ან პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას. დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის, რომლებიც ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ საარჩევნო პროცესს. ალექსეი ნავალნი პრობლემა არ არის. ჩვენ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას” – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს.

წყარო: itv.ge