საქართველოს ამდენი კლინიკა არ სჭირდება – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოს ამდენი კლინიკა არ სჭირდება. ამის შესახებ მინისტრმა “იმედის” გადაცებაში საუბრისას განაცხადა.

“როდესაც მსოფლიში ყველგან მიღებული არის, რომ საწოლფონდის ერთეულებით დაითვალოს საჭიროება 100 000 მოსახლეზე, ჩვენ ამ კლინიკების რაოდენობით შეგვიძლია უკვე კლინიკები დავთვალოთ 100 000 მოსახლეზე. აქედან გამომდინარე, ამ კლინიკებში შეუძლებელია მიღწეული იყოს პაციენტის მომსახურების ჯაჭვი, როდესაც პაციენტი მიღების მომენტიდან გაწერის მომენტამდე მიიღებს უსაფრთხო სერვისს. სწორედ აქედან გამომდინარე ახლა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, სადაც პირველი მახასიათებელი არის პაციენტისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდება და ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა” – განაცხადა ტიკარაძემ.

წყარო: itv.ge