ხანძარი გურიაში

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ აცანისა და მამათის საზღვარზე, იწყვის ხე-ბუჩქნარი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის თქმით, ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული. მისივე თქმით, ხანძარი წუხელ ღამით გაჩნდა.
“ძალიან მიუვალი ადგილია და წუხელ ჩაქრობა ვერ მოხერხდა. ამ დილით დამატებითი ჯგუფები წავიდნენ და სავარაუდოდ, მალე მოხდება ხანძრის ჩაქრობა, –  განაცხადა  მერმა.

წყარო: “თაიმერი”