შოკირება გრძელდება – WHO: გარდაცვლილთა ყოველკვირეულმა მაჩვენებელმა შესაძლოა 100 ათასს მიაღწიოს

მსოფლიო ხალხების ჩვეული შოკირება გრძელდება – “WHO: მოსალოდნელია, რომ სულ მალე, მსოფლიოში კოვიდით გარდაცვლილთა ყოველკვირეულმა მაჩვენებელმა 100 ათასს მიაღწიოს!” …

WHO-ს საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ სულ მალე მსოფლიოში კოვიდით გარდაცვლილ ადამიანთა ყოველკვირეულმა მაჩვენებელმა 100 ათასს მიაღწიოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

მაიკ რაიანის განცხადებით, კოვიდით სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის 47% ამერიკის რეგიონზე მოდის. რაც შეეხება ევროპას, რაიანის თქმით, გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.

“ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება დინამიურია, ამას უფრო ართულებს კოვიდის ახალი ვარიანტებიც” – აცხადებს რაიანი.

წყარო: ptn.ge