თურქეთი სკოლების გახსნას 15 თებერვლიდან გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა, ზია სელჩუკმა განაცხადა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება 15 თებერვლიდან სკოლების გახსნის შესახებ,“ -განაცხადა სელჩუკმა.
მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ყველა კლასის გახსნა ერთდროულად ვერ მოხერხდება.
წყარო: report.ge