არჩილ თალაკვაძე გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან ვწუხვარ ცნობილი ისტორიკოსის და ჩვენი ქვეყნის პატრიოტის, გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო.

შეუფასებელია ის შრომა, რომელიც მან მთელი სიცოცხლის განმავლობაში გასწია. ბატონი გიორგი ჩვენი საზოგადოების საამაყო წევრი იყო და ის დააკლდება ყველას, უპირველესად, ახალ თაობას, სტუდენტებს – მათ, ვისაც ცოდნას დაუღალავად უნაწილებდა.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლისა გარდაიცვალა.

 

“იმედინიუსი”