თებერვლიდან ავიარეისები აღდგება, მაგრამ ბილეთები საგრძნობლად გაძვირდება

ავიაციის სფეროს ექსპერტი იასე ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ავიაბილეთების ფასი საშუალოდ 25-30%-ის ფარგლებში გაძვირდება.

ფასის მოსალოდნელი ზრდა უკავშირდება ახალ წესებს და სტანდარტს, რასაც კოვიდ-უსაფრთხოება მოითხოვს და საკმაოდ მაღალხარჯიანია. რაც შეეხება ფრენებს, მისი თქმით, ქვეყნები ეტაპობრივად შირჩევა, პირველ რიგში, სავარაუდოდ, ევროპული ქვეყნებია, ასევე რამდენიმე სხვა მიმართულებაც, მათ შორის შანხაი, ტოკიო და დუბაი.

,,ველოდებით, რომ ეტაპობრივად განახლდება ფრენები, ბევრი რამ მიმღებ ქვეყნებზეც არის დამოკიდებული, ამიტომ ერთბაშად შეზღუდვა ვერ მოიხსნება. რაც შეეხება ფასებს, მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიზრდება. აქტიურ სეზონზე ბილეთები ყოველთვის მაღალი იყო, ამ ეტაპზე კი მოსალოდნელია, 25-30%-ის ფარგლებში გაძვირდეს”, – განუცხადა “რეპორტს” ზაუტაშვილმა და დასძინა, რომ მიმდინარე ხარჯი გაიზრდება, რადგან ავიაკომპანიებს მეტი ფულის დახარჯვა მოუწევთ კოვიდ-უსაფრთხოებიდან გამომდინარე, როგორც თანამშრომლების ტესტირებისთვის, ასევე ეპიდემიის საწინააღმდეგოოდ ზომების მისაღებად, უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა  და სხვა, რაც ასევე მაღალ ხარჯთანაა დაკავშირებული.

 

“რეზონანსი”