“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია წულუკიანის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ნაციონალურ მოძრაობაში რასაც გულისხმობს, ის “ქართულ ოცნებაში” ჰყავს. მელიას განცხადებით, ბევრი მაღალი თანამდებობის პირია ამ სიაში:
“ქალბატონი თეა, რასაც გულისხმობს, როცა ასახელებს ნაციონალურ მოძრაობას, რა გემოსაც ატანს ამ ყველაფერს, ის ნაციონალური მოძრაობა “ქართულ ოცნებაში” ჰყავს: მურუსიძედან დაწყებული, ჩინჩალაძით გაგრძელებული და კიდევ ბევრი. შემიძლია გრძელი სია, მაღალი თანამდებობის პირების ჩამოვუწერო და ფოსტით გავუგზავნო, რომ დარწმუნდეს, მაგრამ ჩემზე კარგად იცის მან”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა, რომ არასდროს დაიღლება “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბრძოლაში და თუ საჭირო გახდება, ამას მთელს სიცოცხლესაც მიუძღვნის.