ვაქცინაციის დასახული მიზნის მისაღწევად 2021 წელს ქვეყანას დაახლოებით 3,979,300 დოზა დასჭირდება.
საქართველოში “კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმაში ნათქვამია, რომ 2021 წლის საორიენტაციო (და ამბიციური) სამიზნეა მოზრდილი მოსახლეობის დაახლეობით 60%-ის მოცვა ვაქცინით.
მსოფლიოში ვაქცინის გამოცდა-რეგისტრაციის მუდმივად ცვალებადი სიტუაციიდან გამომდინარე მოხდება გეგმის ადაპტირება, განახლება.
იმუნიზაციის პროგრამა გაიშლება ეტაპობრივად, მოწოდებული დოზების პარალელურად მოხდება ჯერ პრიორიტეტული (მაღალი რისკის) ჯგუფების მოცვა, შემდეგ დანარჩენი მოქალაქეების.
გეგმის მიხედვით, სამიზნე მოსახლეობა და მოცვის ეტაპები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
ჯანდაცვის სექტორის მუშაკები – სამიზნე მოსახლეობა 71,415, ჯგუფის მოცვის სამიზნე – 65%, სულ ასაცრელი კონტინგენტი 46,420.
ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი – სამიზნე მოსახლეობა – 2,600, სამიზნე მოსახლეობა -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 1,560 ადამიანი.
75 ასაკის ზემოთ პირები, სამიზნე მოსახლეობა – 226,800, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 136,080 ადამიანი.
65-74 ასაკის პირები – სამიზნე მოსახლეობა – 329,183, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 197,510 ადამიანი.
ესენციური (ძირითადი) სერვისების მიმწოდებლები – სამიზნე მოსახლეობა 180,373, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 108,224 ადამიანი.
55-64 ასაკის პირები – სამიზნე მოსახლეობა 478,400, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 287,040 ადამიანი.
18-54 ასაკის ქრონიკული დაავადების მქონე პირები – სამიზნე მოსახლეობა 89,400 , ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 53,640 ადამიანი. ჯამში კი
ასაცრელი მოსახლეობის სხვა ჯგუფების რაოდენობა შეადგენს 1,434,567 ადამიანს, სამიზნე კი არის 60%, რაოდენობრივად 860,740 ადამიანი.
ჯამში საუბარია 1,691,214 ადამიანზე, რაც მოსახლეობის 60%-ს შეადგენს.
ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვაქცინის იმპორტისთვის სავალდებულო კრიტერიუმებია:
ვაქცინა იყოს აღიარებული ჯანმო-ს მიერ და შეყვანილი ან გადაუდებელი გამოყენების სიაში ან გავლილი ჰქონდეს პრე-კვალიფიკაცია.
ვაქცინას უნდა ჰქონდეს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ან ეროვნული რეგისტრაცია მაღალი სანდოობის მქონე ეროვნული მარეგულირებლისგან, როგორიცაა FDA (აშშ), EMA (ევროგაერთიანება), გაერთიანებული სამეფო, იაპონია, ავსტრალია და ა.შ. (სულ 37 ქვეყნის მარეგულირებელი).
შესაბამისად, გეგმა ითვალისწინებს მხოლოდ იმ ვაქცინების გამოყენებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
2021 წლის 14 იანვარის მონაცემებით, ამგვარი ვაქცინა მხოლოდ სამია, თუმცა მოსალოდნელია ეს სია მნიშვნელოვნად გაფართოვდეს 2021 წლის მე-2 და მე-3 კვარტალში.
საჭირო ფინანსური რესურსები (წინასწარი შეფასებით):
სულ ბიუჯეტი – მინიმალური ღირებულება (ლარი)- 64,333,622, მაქსიმალური ღირებულება (ლარი) – 158,190,243.
“რუსთავი2”