ზამთრის უახლოესი დღეები უჩვეულოდ თბილი იქნება

24 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩნუდება, –  ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

. 25-26 დეკემბერს კი, მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსამდე გათბება.