ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მუშაობას, რათა ევროპასა და ამერიკას შორის სამომავლო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ევროპა მზად არის დაიწყოს ახალი ურთიერთობა თავის ყველაზე ხანგრძლივ და სანდო პარტნიორთან. სწორედ ამის დასტურია, ევროკომისიის მიერ სულ ახლახან მიღებული ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის მიღება. ის ფოკუსირებულია საკითხებზე, რის ირგვლივაც შეგვიძლია ძალების გაერთიანება, რათა ბიძგი მივცეთ გლობალურ ცვლილებებს, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე.
ძლიერ მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია პარიზის კლიმატის შეთანხმებას დაუბრუნდება. ეს არის ძალიან კარგი ნიშანი ურთიერთობების განახლებული წამოწყებისა.
შეერთებული შტატები დაბრუნდა. და ევროპა მზად არის დაიწყოს ახალი ურთიერთობა თავის ყველაზე ხანგრძლივ და სანდო პარტნიორთან, რათა ახალი სიცოცხლე შთაბეროს ჩვენს სანუკვარ მოკავშირეობას”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ვაშინგტონში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
წყარო: itv.ge