თელავის მუნიციპალიტეტში, 28 წლის გოგო მოკლეს, კიდევ ერთი პირი კი დაჭრეს.
შემთხვევა სოფელ კისისხევში მოხდა.
ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გოგო ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცს კი დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი თელავში რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული და უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
მომხდარი ფაქტი, კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გახსნეს. გამოძიება 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
“ინტერპრესნიუსი”