ცერცვაძემ იცის, რა ბოროტ დავალებასაც ასრულებს და არ ერიდება საკუთარ ავტორიტეტსა და ღირსებას

პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე სოციალურ  ქსელში წერს:

 

‘რაებს როშავს ეს ცერცვაძე, –

არადა, პროფესიონალიაო! ?

რაო, რაო?!

საზოგადოებრივი ტრანსპორტი რა საჭიროა საქართველოშიო, ისედაც ბევრი მსუბუქი მანქანააო?

და რეგულაციები გავამკაცროთო?!

აი, მსახური რას ჰქვია –

მგონი, ასაკობრივ მარაზმში ჩავარდა,

მაგრამ – არა! ეს მარაზმი არ არის!

ამან იცის, რა ბოროტ დავალებასაც ასრულებს და

არ ერიდება საკუთარ ავტორიტეტსა და ღირსებას, –

ასრულებს.

”საქებარმა ძაღლმაო, ნიახურს გადააფსაო!” –

ამაზეა ნათქვამი. ?

p.s.

მოკლედ, დასაწყისში ძალზე კარგი შთაბეჭდილების ადამიანები უკვე ამაზრზენი სანახავები გახდნენ საკუთარი დაუკვირვებელი და მოუზომელი საქციელით!

სიყალბე თითქმის ყველას ხმაშიც და მიმიკაშიც, საუბრის ტონალობაშიც იგრძნობა.

რა ქნან! ?

დაავალეს და…

ისევ იმ სისტემაში ცხოვრობენ მენტალურად!”-წერს გიორხელიძე.