არჩევნების მერე დავით გარეჯის გაყიდვა როგორ უნდა, განახებთ

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გაბედავა, სოციალურ ქსელში წერს:

‘საქართველოს მთავრობა საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia გახარია

ესეთი სამარცხვინოები და საცოდავები როდემდე უნდა იყოთ?

დავით გარეჯი მიშამ გაყიდაო, ახალი ამბავი თქვე ფარჩაკებო, სწორედ ეგ მიშა გააპარეთ ქვეყნიდან და არაფერს აკეთებთ მის აწ ჩამოსათრევად. ეხლა დაჭერილი გყავთ ილიჩოვა და მელაშვილი და მაგათმა გაყიდეს დავით გარეჯიო და გაურკვეველ ჩანაწერებს აქვეყნებთ.

ილიჩოვა და მელაშვილი კიარა, მიშას დროს მიშას გარეშე მერაბიშვილი ვერ დგამდა ნაბიჯს! მაგათმა გაყიდეს და ამას 12 წლის შემდეგ საზეიმოდ გვამცნობთ და თქვენ რას აკეთებთ დავით გარეჯის დასაბრუნებლად? არაფერს! პირიქით ხელს უწყობთ მის დაკარგვას!!! ილიჩოვაზე და მელაშვილზე გინდათ ჯოხი გადატყდეს და ესე არ გამოვა!

ჩვენ გვაჩერებდით ვიბრუნებთო, ხალხს გვიგზავნიდით და გავჩერდით, ოღონდ დაიბრუნეთ და აღარ ვახსენებთ გარეჯსთქო, მაგრამ ისევ მოგვატყუეთ ხალხი! არ შეგრჩებათ ეს იცოდეთ. სააკაშვილზე არანაკლები ძონძები ხართ!

მინდა ყველას მივულოცო ჩვენი ქვეყნის გამარჯვება სტრასბირგის სასართლოში, მაგრამ არა ნაცებს და ქოცებს! ეს გამარჯვება თქვენ არ გეკუთვნით! ეს გამარჯვება გვეკუთვნის ჩვენ, ვინც ომის დროს არ გავქცეულვართ და ბოლომდე ვიცავდით ჩვენს სამშობლოს, მათ შორის 17 წლის მეც!
არც კი იფიქროთ რომ ეს გამარჯვება ან ნაცების ან ქოცების დამსახურებაა!
მოგხედავთ მალე! არჩევნების მერე დავით გარეჯის გაყიდვა როგორ უნდა განახებთ!

გარეჯისაქართველოა

აფხაზეთისაქართველოა

სამაჩაბლოსაქართველოა”.