ამერიკაში ჩამსვლელებს ჯო ბაიდენი ახალ მოთხოვნას უყენებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ში ჩამსვლელებს არა მხოლოდ COVID-ზე ტესტის უარყოფითი პასუხი, არამედ კარანტინის გავლაც დასჭირდებათ.

“ვირუსის ახალი შტამების პირობებში, ავამოქმედებთ ახალ ზომებს მათ მიმართ, ვინც სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ამერიკაში. პირბადის ტარების გარდა, ვინც აშშ-ში ჩამოფრინდება, უნდა ჩააბაროს ტესტი კორონავირუსზე თვითმფრინავში ჩაჯდომამდე და აშშ-ში ჩამოსვლისას უნდა გაიაროს კარანტინი” – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში, რასაც ადგილობრივი ტელეარხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

წყარო: ptn.ge