„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი მივიდა იქ, სადაც მუშაობა უნდა, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია მიანიჭოს.
„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ნამდვილად უინტერესოა, სად მივიდა ელისაშვილი, იმიტომ, რომ პარტია მოქალაქეების დამოკიდებულება ოპოზიციური პლატფორმის მიმართ გამოჩნდა ძალიან დიდი ხნის წინ.
მივიდა იმ ადგილას, სადაც რეალურად მას უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.