თეთრი სახლი – დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის

ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა დაგეგმილი არ არის. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

“სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის. გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ სურს პირადი წერილის გასაჯაროვება ყოფილ პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე. თუმცა, არ ვიტყოდი, რომ პრეზიდენტი ამის შეთანხმებას სატელეფონო ზარით აპირებს” – აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

წყარო: newposts.ge