არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობის“ თავმჯდომარის ნუკრი ნოდიას განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდობლობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ მისი სამართლებრივი მდგომარეობა ახლებურად გააზრებასა და გადახედვას მოითხოვს ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებულ ფუნდამენტალურ პრინციპებთან მიმართებაში, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით.
„ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, რომელთა შორის არის აფხაზეთის ხელისუფლების საქმიანობის დაბალი ეფექტიანობა, უფლებამოსილებათა მინიმალური დონე, დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, ბიუჯეტის არამიზნობრივი, არაეფექტიანი ხარჯვა, რომლის შედეგად დევნილთა მრავალი პრობლემა გადაუჭრელი რჩება.
აქედან გამომდინარე, უფუნქციო და დემორალიზებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო და შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის მუხრუჭი ქართულ – აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში.
იმისათვის, რომ სამშვიდობო პოლიტიკა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი დაუყონებლივ უნდა მოხდეს ინსტიტუციური რეფორმები როგორც საკანონმდრბლო ისე აღმასრულებელ დონეზე, რომლის პასუხისმგებლობის უდიდესი წილი მოდის ცენტრალურ ხელისუფლებაზე.
რატომ ვერ ახდენენ რამდენიმე მილიონიანი ბიუჯეტის სისტემურ ანალიზს და სათანადოდ არ გეგმავენ შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობას? ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემაა საჭირო, მაგრამ მოდით ჯერ მივყვეთ ისტორიას.
1991 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა აფხაზეთის ახალი საარჩევნო კანონი, რომელიც გარკვეული კვოტების პრინციპს ითვალისწინებდა, კერძოდ, აფხაზი ეროვნების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ავტონომიის მოსახხლეობის 18% შეადგენდნენ, განისაზღვრა 28 მანდატი, მოსახლეობის 47,6% ქართველებისთვის – 26 მანდატი, ხოლო დანარჩენი ეროვნული უმცირესობებისთვის – 11 მანდატი.
აღნიშნულმა ცვლილებებმა ხმათა უმრავლესობის გარანტია მიანიჭა ეთნიკური აფხაზების წარმომადგენლებს, შესაბამისად, უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა სხვა ეროვნების მოქალაქეებთან მიმართებაში, ანუ გამოიწვია მოქალაქეთა დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, რითიც აშკარა წინააღმდეგობაში მოვიდა საქართველოს კონსტიტუციის, “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის”, “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო აქტის და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობას, უფლებათა და თავისუფლებათა თანაბარ ფლობას, საყოველთაო და თანასწორი უფლების საფუძველზე არჩევნებში და სახელმწიფოს მართვაში ადამიანის მონაწილეობის შესაძლებლობას, მისი ეროვნული კუთვნილების და სხვა ნიშნების მიუხედავად.
შედეგად, აფხაზეთის მკვიდრი ქართველები, რომელიც მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენდა, აგრეთვე რუსები, სომხები, ბერძნები და სხვა ეროვნული უმცირესობები აღმოჩნდნენ უკიდურესი რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლნი. აღნიშნული კანონის მოქმედების შედეგად მინიჭებულმა უპირატესობამ „კატალიზატორის“ ფუნქცია შეასრულა, ვინაიდან მანდატების უმრავლესობა სეპარატისტულად განწყობილი აფხაზების ხელში აღმოჩნდა, რასაც მოჰყვა კონსტიტუციურ ნორმათა უხეში დარღვევით აფხაზეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია ხოლო მის საფუძველზე ცვლილებები ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებში.
ბევრ სხვა მიზეზებს შორის ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 1993 წლიდან დღემდე დროებით დავკარგეთ აფხაზეთის რეგიონი, თუმცა კონსტიტუციაში მსგავსი ტიპის და შედეგობრივად არაფრის მომცემი ცლილებები 1995 და 2004 წლებშიც განხორციელდა.
საქართველოს კონსტიტუციაში მნიშვნელოვანია დავეყრდნოთ მე-11 მუხლის ჩანაწერს, რომელიც ერთი შეხედვით ამომწურავად ჩამოთვლის დისკრიმინაციის ნიშნებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის შინაარსი გახსნილია და მასში მოიაზრება დისკრიმინაციის ყველა ნიშანი. მნიშვნელოვანია იმის გათავისებაც, რომ განსხვავებულობის არცერთ ნიშანს, იქნება ეს რასა, კანისფერი, პოლიტიკური შეხედულებები, სქესი თუ სხვა რამ არ აქვს რაიმე უპირატესობა სხვებთან შედარებით.
ნებისმიერი დისკირმინაცია, მიუხედავად იმისა თუ რა ნიშნის საფუძველზე ხდება ის თანაბრად აკრძალულია. ჩვენ კი, აფხაზეთის შესახებ, ყოველი შემდგომი კონსტიტუციური ცვლილებებიც, სწორედ რომ ამ დისკრიმანიული არჩევნების შემდეგ, ასევე, არაკონსტიტუციურად უნდა განვხილოთ, და სწორედ მაშინ დაშვებულმა გაუაზრებელმა თუ სამწუხაროდ მტრის მიერ გააზრებულად შენიღბულმა შეცდომებმა მოგვიყვანა დღევანდელ საბჭომდე, ამიტომაა ეს საბჭო თითქმის უფუნქციო ორგანოდ ჩამოყალიბებული მინიმალური შედეგებით. ახლა ისევ გავყვეთ ისტორიას. 1992 წლის 3 აპრილიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ქართულმა დეპუტაციამ, დატოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ფაქტობრივად უარი განაცხადა საპარლამენტო გზით პრობლემის ერთობლივად მოგვარებისათვის ბრძოლაზე და ქვეყნის ბედი მთლიანად სეპარატისტულად განწყობილი ძალების ამარა დატოვა.
აფხაზეთის უმაღლესი არჩევითი სახელისუფლებო რგოლის – უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა დესტრუქციულმა მოქმედებებმა გამოიწვია ორი პარალელური სტრუქტურის დაფიქსირება და სავალალო შედეგების მიღებას დაუდო სათავე. კერძოდ, 1991 წლის საარჩევნო კანონში დისკრიმანციის შემცველმა ცვლილებებმა, მის შედეგად არჩეული დეპუტატების საქმიანობამ, მიგვიყვანა კონფლიქტამდეც, დღევანდელ უმოქმედო უმაღლეს საბჭომდეც და აფხაზეთის რეგიონში დე-ფაქტოდა ღიარებული ხელმძღვანელობის არსებობამდეც.
1992 წლის 3 აპრილის შემდგომ, ცალ-ცალკე გუნდად მოქმედი არცერთი საპარლამენტო დეპუტაცია აღარ გახლდათ 1991 წლის 9 ივლისს მიღებული საარჩევნო კანონით განსაზღვრული კანონიერი სახელისუფლო შტოს ლეგიტიმაციის მატარებელი. სწორედ ამ ორი პარალელური სტრუქტურის დაფიქსირებამ, სავალალო შედეგების მიღებას დაუდოსათავე.
მართვის სათავეებთან მარტოდ დარჩენილია ფხაზეთის ასსრ სეპარატისტული ხელმძღვანელობა, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქვორუმის ხელოვნურად შეცვლის ხარჯზე, კანონით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით, თანამიმდევრულად იღებდა ანტიკონსტიტუციურ სამართლებრივ აქტებს. რა თქმა უნდა ოკუპირებული აფხაზეთი არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს და შესაბამისად, იქ მიმდინარე ე.წ. არჩევნები ვერანაირად ვერ განიხილება საერთაშორისო სამართლის კუთხით.
აქვე მოკლედ შევეხოთ წინა წლის 19,4 მილიონიან ბიუჯეტს, რომლის 84%- ი ხელფასებზე და ჩინოვნიკების შენახვის ხარჯებია, ხოლო მხოლოდ 16% -ი ბენეფიციარების საჭიროებებისთვის იხარჯება, ამ ყველაფრის ფონზე სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი და აუცილებელია მიდგომების შეცვლა, რომელიც ვერ განხორციელდება შესაბამისი ადამიანური რესურის გარეშე.
ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე და მონაწილეობითი, რაც გულისმობს სამიზნე აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და პროცესის ინკლუზიორობას. იქედან გამომდიანრე, რომ სწორედ აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის ბიუჯეტის განაწილების და მიზანმიმართული ხარჯვის განსაზღვრის პროცესში არ არიან ჩართულები დევნილები, გალის თუ აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, განაპირობებს სწორედ უნდობლობას, უიმედობას და პროტესტს, რაც დღითი დღე იზრდება, ყოველი უმოძრაო წუთი კი გვაშორებს აფხაზეთთან და აფხაზურ საზოგადოებასთან.
აქედან გამომდინარე საჭიროა აქტიური მსჯელობის დაწყება კონკრეტული, ქმედითი ცვლილებების განსახორციელებად. საჭიროა კვალიფიციური, გამოცდილი, საკითხის კარგად მცოდნე სხვადასხვა თაობის ადამიანების გაერთიანება და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო ჯგუფის შექმნა.
უნდა გამოვიყენოთ ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გამოცდილება, რადგან დრო გვზღუდავს შევქმნათ რეალური შანსები და შესაძლებლობები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
შესაბამისად, უნდა გამოცოცხლდეს დისკუსია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გაჯანსაღების, მისი ცვლილების და შედეგიანი საქმიანობის წარმართვის მიზნით, რადგან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დღეს რეალურად ქართულ- აფხაზურ ურთიერთობაში თამაშობს ნეგატიურ როლს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობის“ თავმჯდომარის ნუკრი ნოდიას განცხადებაში.