იტალია ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

იტალია კორონავირუსის ვაქცინის მიწოდების შეყოვნების გამო ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. ამ ინფორმაციას Rai News 24-ი ავრცელებს. 

-„სიცხადესა და ჩვენი ქვეყნისადმი პატივისცემას  მოვითხოვთ  მიღწეულ ევროპულ შეთანხმებებთან მიმართებაში. დაუშვებელია, პრეპარატის მიწოდების ცალმხრივად შეყოვნება გაფრთხილების გარეშე“, – განაცხადა  რეგიონების საკითხში იტალიელმა მინისტრმამ ფრანჩესკო ბოჩამ.