“დღეს სრულიად უკანონოდ გამაჩერეს საზღვარზე, მალოდინეს ერთი საათი – გაწითლებული ხარო”…

“დღეს სრულიად უკანონოდ გამაჩერეს საზღვარზე, მალოდინეს ერთი საათი – გაწითლებული ხარო” – რას წერს გიგი უგულავა “ფეისბუქზე”.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. როგორც უგულავა “ფეისბუქში” წერს, დღეს, საზღვარზე გააჩერეს და განუცხადეს, რომ საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთდა, არადა, სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.

“შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი – გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი “ოპრიჩნიკი პოლიცია” – წერს გიგი უგულავა და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავს.

https://www.facebook.com/ugulavageorge/posts/3684311791662480

წყარო: ambebi.ge