უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ: “შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა?…”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

„შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი -გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია“,- წერს გიგი უგულავა.

გიგი უგულავა სახალხო დამცველსაც მიმართავს.

„ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ“,- ამბობ უგულავა.