“რომელი გარისკავს საკუთარი შვილის და შვილიშვილის აცრას-  იქნებ ამიხსნათ როგორც ერთ ბნელს…”

ათასჯერ შევატრიალე და შემოვატრიალე და ათასმეერთედს ვწერ…დავუშვათ, კოვიდ აცრა, პირველ ეტაპზე ჩაუტარდა მედ პერსონალს, 60 წელს გადაცილებულ და რისკ ჯგუფში შემავალ პირებს…

ჯვარი წერია ყველას, მაგრამ ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ ვაქცინაციის (იგივე ანტიდოტის) გამოყენება, დაავადების ეტიმოლოგიის შესწავლამდე, უსაფრთხოების გარანტიას პრაქტიკულად არ იძლევა.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ფატალურ შედეგებზე დაფიქრებაც მიჭირს…
მაინც, ჯიუტად მაინტერესებს ინფეციონისტების, ვირუსოლოგების, კომპენტენტური პირების და რიგითი მოქალაქეების აზრი.
მეორე ეტაპზე, დღის წესრიგში სკოლის მოსწავლეების და ბაგა-ბაღის აღსაზრდელების საკითხი რომ დადგება…
მერე რას ვაპირებთ..
რომელი გარისკავს საკუთარი შვილის და შვილიშვილის აცრას!
და იქნებ, ისიც ამიხსნათ, მე როგორც ერთ ბნელს…
ნებაყოფლობით ვაქცინაციასა და იძულებით ვაქცინაციას შორის ზღვარი სად გადის თუ კოვიდ საბუთის გარეშე ადამიანი იბლოკება..

სოციალური ქსელი:  მანანა უძილაური