Pfizer-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ კიდევ 9 მოხუცი გარდაიცვალა – ამჯერად საფრანგეთში!

დებატები ვაქცინირების გარშემო არ წყდება. ოფიციალური გლობალისტური სამედიცინო ბიუროკრატია არ აღიარებს ამერიკულ-გერმანულ ვაქცინასთან დაკავშირებულ რისკებს, მაგრამ ფაქტები ჯიუტია:

ნორვეგიის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების ათეულობით ანალოგიურ შემთხვევებთან ერთად, საფრანგეთშიც ლეტალური შედეგები დაფიქსირდა მოხუცების აცრის შემდეგ. მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები 75 წელს გადაცილებული 9 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაც, მართალია, სხვადასხვა დაავადებებით იყვნენ დაავადებულნი. როგორც ჩანს, მათზე “მზრუნველი ექსპერიმენტი” ჩატარდა. თუმცა ოფიციალური ორგანოები ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, საფრანგეთშიც ჯიუტად არ იმჩნევენ ვაქცინაციისა და გარდაცვალების ფაქტების ურთიერთკავშირს – ყველაფერს სიბერესა და დაავადებებს მიაწერენ. უცნაური “დამთხვევაა”, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავს შემთხვევებში, როდესაც ადამიანები მართლაც სხვადასხვა დაავადებებით კვდებიან, სიკვდილის მიზეზს რესპირატორულ დაავადებას, თუნდაც ის მსუბუქ ფორმებში გამოვლენილიყოს – ანუ “კოვიდ 19”-ს, მიაწერენ.

“ფრანს პრესი” იუწყება, რომ საფრანგეთში, გასული წლის დეკემბრის ბოლოდან, 820 ათასი ადამიანი აიცრა. ოფიციოზის ინფორმაციით, 31 შემთხვევაში აცრილებს გამოუვლინდათ “მძიმე გვერდითი მოვლენები”. საფრანგეთის სამედიცინო სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევები “ნორმალურია”, ვინაიდან იმუნური სისტემა, შესაძლოა, აცრაზე თავის ტკივილებით, გულის აჩქარებითა და მსგავსი სიმპტომებით რეაგირებდეს.

შეგახსენებთ, რომ Pfizer-Biontech-ის ვაქცინა წარმოადგენს ადამიანის გენეტიკური ბაზისის – RNA-ს (რიბონუკლეინმჟავა) მანიპულირებით მიღებულ საშუალებას. RNA-ს შეუძლია გენეტიკური ინფორმაციის გადატანა, იგი პასუხისმგებელია გენეტიკური ინფორმაციის პროტეინებად გარდასახვაზე.