“ჩემი სალომე დაიბადა იმისთვის, რომ გარდაცვლილიყო” – მამა გრიგოლი შვილის მკვლელის დასჯას არ ითხოვს

სოფელი ვაზისუბანი, 3 ნოემბერი. საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში, ცენტრალურ მაგისტრალზე ორი გოგონა მოპედით მოძრაობდა, შებინდებულზე დები სასეირნოდ გამოვიდნენ, იმ დღეს სოფელში ძლიერი ნისლი იყო.

მოპედის საჭესთან სალომე მთვარელიშვილი იჯდა, გოგოს მართვა ახალი ნასწავლი ჰქონდა და სწრაფად არ მოძრაობდა, თუმცა, საღამოს გასეირნება მოზარდი დებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

მოპედზე მსხდომ გოგონებს სოფელ ვაზისუბნის მაგისტრალზე მსუბუქი მანქანა დაეჯახა. მოპედის 2 მგზავრიდან ერთი-სალომე მთვარელიშვილი ადგილზე დაიღუპა, დაზიანებები იმდენად მძიმე იყო რომ სასწრაფოს დახმარების ჯგუფის მისვლამდე ახალგაზრდა გოგოს გულმა მუშაობა შეწყვიტა, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა და ხერხემალი. დიდი სისწრაფით მიმავალ შკოდას ფირმის ავტომანქანას, რომელიც მოპედს შეეჯახა, პოლიციის თანამშრომელი მართავდა, საჭესთან კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სასამართველოს გამომძიებელი იჯდა, ადგილობრივები ამბობენ, რომ რობერტ მანუჩარაშვილი სამსახურეობრივ მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. პოლიციის თანამშრომელი ავარიის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისმა კოლეგებმა მიაბრუნეს.

"ჩემი სალომე დაიბადა იმისთვის, რომ გარდაცვლილიყო" - მამა გრიგოლი შვილის მკვლელის დასჯას არ ითხოვსპოლიციის თანამშრომელი ახლა სახლში იმყოფება, რობერტ მანუჩარაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

“მთავარი არხის” გამოჩენამ მის საცხოვრებელ სახლთან პოლიციის მაღალჩინოსანი გააღიზიანა. მომხდარზე საუბარი მან არ ისურვა.

დუმს გარდაცვლილი გოგონას ოჯახიც.

სალომეს მამა, ჩუმლაყის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლ მთვარელიშვილი ამბობს:

“არც მომითხოვია ვინმეს დაკავება. ყველა ადამიანები ვართ, პოლიციელები ადამიანები არ არიან? მე არც ის ვიცი, ის პოლიციელი ფხიზელი იყო თუ არა, ყველას ვთხოვე, რომ ეს ამბავი ჩემთან არ მოეტანა. ჩემი სალომე დაიბადა იმისათვის, რომ გარდაცვლილიყო, არავის დასჯას არ ვითხოვ.”

რობერტ მანუჩარაშვილი ახლა თავისუფალია, ის დროებით სამსახურში არ დადის, თუმცა, ისევ თავისუფლად გადაადგილდება მანქანით.

თანასოფლელები ამბობენ, რომ მისთვის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მანქანით სიარული უცხო არ არის და პოლიციელი ხშირად მართავს საჭეს მთვრალი.

მთავარი