პოლიტიკაში არაფერი გესაქმება! – ვის მიმართავს გიორგი ბარამიძე

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, სოციალურ ქსელში, წერს”:

“ბათუმის ინციდენტზე ირაკლი ფანგანი დააკავეს.

ყველაზე ცუდად და მიუღებლად (სხვა მწვავე ეპითეტს არ გამოვიყენებ) ის კომენტატორები, განსაკუთრებით პოლიტიკოსები იქცევიან, ვისაც ესმის, რომ მართლა სასტიკ, დაუნდობელ, პუტინისტურ რეჟიმთან გვაქვს საქმე და კარგად ესმით რომ მხოლოდ ტელევიზიით (თუნდაც) ჭკვიანურად საუბრებით ან ქუჩაში “სვეცკად” და ნაზად (ვინმეს მხრიდან ბუმბული არ აუფრინდეს) გამოსვლით, ეს მართლა მკვლელების რეჟიმი, არაფერს, არც ხელისუფლებას და არც თუნდაც ნორმალურ ვადამდელ არჩევნებს არ დათმობს და ამავდროულად ირაკლისნაერ გულანთებულ (თუნდაც ზედმეტად რადიკალურს, მაგრამ მშვიდობიანს) რეჟიმთან მებრძოლ ახალგაზრდა ადამიანის და მის დამცველებს დაგმობს.

ამ დაკავების შემდეგ ხვდებიან თუ არა, რომ მისი დაპატიმრება მათ კისერზედაცაა და ამის შემდეგ რა პირით უნდა შეხედონ თვალებში ჩვენს მებრძოლი ადამიანთა დიდ გუნდს?

როგორ უნდა ამოიღონ ასეთებმა მორალისტებმა ხმა, რომ რეჟიმი მოსაცილებელია და უნდა მათ შორის ქუჩაში გამოსვლით და მართლა მშვიდობიანი, მაგრამ რადიკალური ბრძოლით ვაიძულოთ რეჟიმი დათმობებზე წავიდეს?

თუ ფიქრობენ რომ მარტო ტელევიზორში საუბრებით წავა ეს რეჟიმი?

ან ერთი გესმის და მიდიხარ ბრძოლაში, ან თუ ეს გესმის და მაინც ირაკლის და მის დამცველებს ამუნათებ, რბილად რომ ვთქვა, არაკეთილსინდისიერად იქცევი და პოლიტიკაში არაფერი გესაქმება. იყავით ფანტაზიებით თუ ოცნებებით სავსე ექსპერტები, მკვლევარები და კომენტატორები.”

შეგახსენებთ, გუშინდელი ფაქტის კომენტირებისას, გიორგი ბარამიძემ თქვა:

“ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება?”