“ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდებათ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ვაჭრობას თვითნებურად განაახლებენ.
აქციის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ მათი პროტესტი პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.
“ჩვენ გვინდა გახსნა, რადგან ვიმუშაოთ. პირველ რიგში, მთავრობა გამოდის და ამბობს: არ იხსნება ბაზრობები. ვინ წყვეტს ამას, უბრალოდ, ჩვენ რა უნდა ვქნათ?! თუ პირველ თებერვალს არ გაგვხსნიან, დაუმორჩილებლობას დავიწყებთ. გავხსნით დამოუკიდებლად დახლებს და ვაჭრობას განვაახლებთ. ნუ ვნახოთ, დირექცია იქნება, თუ ვინ გაგვიწევს წინააღმდეგობას. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ აქციები არ შეწყდება” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
წყარო: newposts.ge