ახალი წელი ახლოვდებოდა..
31- ში, 24 საათიანმა მორიგეობამ მომიწია და რიტუალურად, იაშვილის კლინიკის რეანიმაციაში მოკრძალებული სუფრა გავშალეთ…
მაქსიმალური დატვირთვით ვეხმარებოდით ერთმანეთს
საახალწლო 15 წუთიანი შესვენებისთვის..
ბოლოს მაინც, იმ კალკე ბოქსისკენ გამიწია გულმა ? რომელიც უპატრონო ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი…
დავაგვიანე, ვერ მივედი სუფრასთან ?
12 საათს იმ ბოქსში შევხვდი და ერთმანეთის მიყოლებით გავალამაზე ხუთივე ❤
არ ვიცი რატომ მეგონა, რომ ის პაწაწუნებიც გრძნობდნენ ახალი წლის დადგომას….
ორი დღის შემდეგ დამიბარა, ბატონმა მურმანმა კაბინეტში და მეუბნება ?
ამბავი მომივიდა, ახალი წლის ღამეს უპატრონო ბავშვებთან გაგიხსნია შამპანური ? და მაინტერესებს
იმ ხუთიდან, რომელი უფრო უკეთ სვამსო ?
მერე ფეხზე წამოდგა და გულში ჩამიხუტა ❤
დიდებული კაცი იყო და საოცარი იუმორი ჰქონდა….
აცხონოს უფალმა!
სოციალური ქსელი: მანანა უძილაური