როგორ ფიქრობთ: უნდა დაიწყოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სასწრაფო მოლაპარაკება რუსეთთან რუსული ანტიკოვიდური ვაქცინის “სპუტნიკის” შემოტანის თაობაზე თუ დაელოდოს კარგ ამინდს, მსოფლიო ჯანდაცვის ვიზას და “ფაიზერისა” თუ “ასტრო-ზენეკას” ქველმოქმედურ ნაბიჯებს ჩვენს მიმართ?
იცოდეთ, მერე შეიძლება გვიან იყოს, ვინაიდან მსოფლიოში დეფიციტი მწვავდება. ევროპასა და ამერიკას თავის უფრო შესტკივა და არც იქაა დალაგებულად საქმე. აგერ უნგრეთს – ევროპულ ქვეყანას – შეაქვს 2 მილიონი დოზა “სპუტნიკი” თავის ქვეყანაში, “ფაიზერი კი მოგვაწვდის (რაც ჯერჯერობით ცნობილია) 10000 ადამიანის სამყოფ დოზას (ეგ ჩვენ საყვარელ “ელიტასაც” კი არ ეყოფა). ჩინური ვაქცინაც კი შეიძლება სახვეწი გაგვიხდეს მალე.
საზოგადოდ, მსოფლიოში ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო და რაც ასე არ მინდოდა: ამ საკითხია უზომო პოლიტიზირება.
გ.ლ.
გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი