ადამიანის წამებასაც არ მოერიდებით! სხვანაირად არ იცით და იმიტომ! – ამიტომ ვერ დაბრუნდებით, ძაღლის კუდებო!

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ბათუმში უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ნაცმოძრაობის აქტივისტმა თავზე ნაგავი დააყარა და მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ ერთხელ გამოვლინდა ნაცსექტის და მისი ბელადების ნამდვილი სახე.

ოღონდ, მათი უბედურება და, შესაბამისად, ამ ქვეყნის ბედნიერება ის არის, რომ ეს ბელადები ვერც კი ხვდებიან, იმ რეგვენმა ბიჭმა ბაბუისტოლა კაცის სახალხოდ შეურაცხყოფით და დამცირებით როგორ გამოუსვა ცელი თავისივე პარტიას!

ნაცსექტის ლიდერებიდან მხოლოდ სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე გაემიჯნენ ამ უმსგავსობას და ამათაც გიენებივით დაესივნენ, სხვები გაიტრუნენ, გია ბარამიძემ კი ამჯერადაც საარაკო სიბრიყვით გაამართლა ის თავხედი ბიჭი!

რასაკვირველია, მესმის, რომ უმძიმეს მდგომარეობაში არიან და ახლა, მით უმეტეს, მაგრად გაიჭედნენ, მაგრამ სულ მცირე გონება სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ამ თავხედობის გამართლება ხალხს ნათლად წარმოუჩენს იმ საშინელ პერსპექტივას, რაც სააკაშვილის და მისი ნაცსექტის ხელისუფლებაში დაბრუნების შეთხვევაში ემუქრება!

აი, ამას ვერ ხვდებიან!

მართლა ვერ ხვდებიან!

რაც უფრო მეტად გაამართლებთ ამ ძალადობას, მით უფრო ადვილად დარწმუნდება ყველა, რომ როგორც კი სახელისუფლებო ბერკეტებს კვლავ ხელში ჩაიგდებთ, ნაგვის ურნას ვინ დაეძებს, განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანის წამებასაც არ მოერიდებით!

დაოსტატებულები ხართ უკვე და, – იმიტომ!

სხვანაირად არ იცით და, – იმიტომ!

ჰოდა, ვერასოდეს დაბრუნდებით ხელისუფლებაში!

ამიტომ ვერ დაბრუნდებით, ძაღლის კუდებო!” – წერს მძინარაშვილი