,,ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,,ურნის დამხობის ინციდენტმა მგონი უფრო ნათელი გახადა, რატომ ვთვლი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხედ მიშა სააკაშვილის ერთპარტიულ მმართველობას და რატომ მიმაჩნია, რომ სხვა პარტიებმა ნაცების გაწონასწორების და კონტროლის უნარი უნდა დაამტკიცონ.
ეს ხალხი თუ არ შებოჭე, არ არსებობს ადამიანის ღირსების პატივისცემა შეძლონ.
იგნორირებით არ იბოჭება არაფერი – მკაფიო შეფასება სჭირდება”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.