ახლად მიღებული ამნისტიის საფუძველზე პატიმრები ციხეებს ტოვებენ.
ქსნის პენიტენციური დაწესებულებიდან 11 პატიმარი უკვე გათავისუფლდა.
კანონის მიხედვით, ამნისტია მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. საერთო ჯამში ის 1500-ზე მეტ პატიმარს შეეხო.
ამავე დროს შეღავათებს მიიღებს პრობაციის რეჟიმში მყოფი 10 000-მდე ადამიანი. პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონის პროექტი 11 იანვარს დაამტკიცა.
“რუსთავი2”