ხოშტარია: თუ ყველას დაგვსვამენ სახლში, არც ვირუსი აღარ იარსებებს. ვირუსებს დავამარცხებთ, მაგრამ ჩვენც აღარ ვიარსებებთ

თუ ჩვენ ყველას დაგვსვამენ სახლში, არც ერთი ვირუსი აღარ იარსებებს. ვირუსებს დავამარცხებთ, მაგრამ ჩვენც აღარ ვიარსებებთ, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„ყველაზე მარტივი მართვა არის სტალინისეული მიდგომით – არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. ის კიდევ უფრო სასტიკი იყო, მაგრამ თუ ჩვენ ყველას დაგვსვამენ სახლში, არც ერთი ვირუსი აღარ იარსებებს. ვირუსებს დავამარცხებთ, მაგრამ ჩვენც აღარ ვიარსებებთ. ეს არის ერთი მიდგომა, რაც მეტყველებს მათ უუნარობასა და უპასუხისმგებლობაზე.

დღეს გვითხრეს, რომ ისწავლეთ უტრანსპორტოდ სიარულიო. საინტერესოა რას გულისხმობენ – ბორბლები გამოვიბათ თუ ფრთები? შეიძლება მათ თბილისი ვაკე და ვერა ჰგონიათ მხოლოდ. ძალიან მაინტერესებს ავჭალიდან, წყნეთიდან, გლდანიდან, ვარკეთილიდან, აფრიკიდან თუ ლილოდან, რანაირად უნდა გადაადგილდეს ადამიანი ტრანსპორტის გარეშე?!”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.