ასე რომ გვაქვს ღირებულებები აღრეული, იმიტომაა ქვეყანა ჯაშუშებით სავსე…

კაცს, რომელმაც თავისი სახელის განდიდებისათვის არტემიდას ტაძარი დაწვა (ერთი ვერსიით, ტაძრის ქურუმი იყო და შემოსავალიც მას ებარა.

გაფლანგვა რომ არ გამჟღავნებულიყო, იმიტომ გააკეთა ეს), ბერძნებმა, არა თუ ძეგლი არ დაუდგეს, არამედ ჰეროსტრატე წამებით მოკლეს და მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალეს (საუკუნეების შემდეგ მისი მიზანი რომ ახდა და ვიხსენებთ, ეს სხვა ამბავია).
მედეას ძეგლის აგება (ფოთსა და ბიჭვინთაში) რაში დაგვჭირდა, მოღალატე არ იყო?! სახელმწიფო საიდუმლოება გასცა, მამის საიდუმლო გადამთიელს გაუმხილა, ძმა მოკლა და ბერძენ იაზონს ოქროს ვერძის მოტაცება შეაძლებინა და თავადაც მას გაჰყვა. მისი ცოდვები არც ამით დასრულებულა, შემდეგ შვილები დახოცა.
ასე რომ გვაქვს ღირებულებები აღრეული, იმიტომაა ქვეყანა ჯაშუშებით სავსე.

სოციალური ქსელი: ამბროსი გრიშიკაშვილი