დიღმის მასივში, მომხმარებელმა „ნიკორას“ თანამშრომელი დაჭრა

თბილისში, დიღმის მასივში სუპერმარკეტ „ნიკორას“ თანამშრომელი დაჭრეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გუშინ მოხდა. „ნიკორას“ თანამშრომელი ცივი იარაღით მომხმარებელმა დაჭრა.

 

“ალია”