ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვაქცინირებული ადამიანების მხოლოდ 0,01%-ი დაინფიცირდა

ისრაელის ჯანდაცვის სისტემის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდით ვაქცინირებული ადამიანების მხოლოდ 0,01% დაინფიცირდა მას შემდეგ, რაც მათ Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მათ დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდათ.

Maccabi Healthcare Services-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 128 600 ადამიანიდან, რომლებმაც კოვიდის ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, ვირუსით მხოლოდ 20 მათგანი ინფიცირდა.

დაინფიცირებული ადამიანების ნახევარს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. კვლევამ აჩვენა, რომ მათ მხოლოდ ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდათ, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე და დაღლილობა.

წყარო: ptn.ge