ჩემი პირადი გათვლებითა და პროგნოზით, კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაახლოებით წელიწად-ნახევარში დაუბრუნდება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“ცხოვრების იმ ჩვეულ რიტმს, როდესაც ჩვენ ყველგან ვმოძრაობდით, არ გვეკეთა ნიღაბი და ვმოგზაურობდით, ჩემი პირადი გათვლები და პროგნოზი ასეთია, რომ კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება დაახლოებით წელიწად, წელიწად-ნახევარში. თუ წელს იმ სამიზნეებმა, რაც ვაქცინებთან დაკავშირებით არის დასახული, რომ ვაქცინების უზარმაზარი რაოდენობაა წარმოებული და სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ დაახლოებით 8 მილიარდი ვაქცინა არის შეკვეთილი ორჯერადი ვაქცინაციისთვის, ეს არის 4 მილიარდი ადამიანის აცრა, თუ ეს მოხდა და ამას მიაღწია, ამასთან ერთად, ჩვენ გარკვეული პერიოდი მაინც მოგვიწევს ნიღბის ხმარება, მიუხედავად სრული ვაქცინაციისა. ამასთან, დაგვჭირდება დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა. ამან ხომ სხვა რამეზეც იმოქმედა. ხომ ნახეთ, წელს გრიპი თითქმის არ არის. ამიტომ, დაახლოებით წელიწად, წელიწად-ნახევრის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო: itv.ge