განათლების მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში გაიხსნება ქვეყნის მასშტაბით სკოლები 1-ელ მარტამდე

განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განმარტავს, რა შემთხვევაში გაიხსნება თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლები 1-ელ მარტზე უფრო ადრე.

“როგორც იცით, ჩვენი გეგმის მიხედვით პირველ მარტს მოხდება სკოლების გახსნა სხვა ქალაქებშიც, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდსიტუაციასთან. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი, კერძოდ 7 დღის განმავლობაში ინფიცირების 4%-იანი მაჩვენებელ. თუ ეს მაჩვენებელი ჩამოვა დაბლა, რა თქმა უნდა, ჩენ განვიხილავთ შემსუბუქებას რეგულაციის და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის ეს კრიტერიუმი განსაზღვრული და დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან.

ვიმეორებ, თუ 4%-ზე ჩამოვა მაჩვენებელი, საშუალება გვქნება სასწავლო პროცესი თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც უკვე გავაგრძელოთ სწავლა საკლასო ოთახებში “,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

წყარო: report.ge