გათვალა ადამიანმა, იცის.
თუ კოვიდ 19 გათვლას ექვემდებარება, მაშინ ამდენი გაუთვალისწინებელი რამ, რატომ ხდება?
რატომ ვერ ხვდება კლინიკაში ის, ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია? საწოლფონდი, ჟანგბადის აპარატები და მართვითი სუნთქვის აპარატები რატომაა ისევ ისტერიულად აქტუალური?
თუ სწრაფი ტესტები დიდი ცდომილებას იძლევა და სხვა კორონავირუსებზეც დადებითს აჩვენებს, ან საერთოდ არ რეაგიტრებს, რა საჭირო იყო მათი შემოიტანა და შეშინებულ ხალხზე გაყიდვა?
რატომ ხტებიან აზრიდან აზრზე ტელე და მედიცინის ავტორიტეტები?
რატომ არის რომ, კოვიდი ხან მყარ ზედაპირზე ზის, ხან წვეთოვანია და თუ ცხვირპირში არ შეაცემინებ ადამიანს, ისე არ დააინფიცირებ, ხან ჰაერში დაფრინავს, განსაკუთრებით ღამის ცხირდან დილის ხუთ საათამდე. რატომაა რომ ვაქცინა ხან გიცავს ინფიცირებისგან და პირბადე არ დაგვჭირდება და ხან პირბადით უნდა იარო ვაქცინირებულმა?
აბა რისთვისაა ვაქცინა მაშინ? (ფულის საშოვნელად როა ეგ ვიცით, სხვა არგუმენტი მოგვიყვანეთ, ჩვენ უმეცრებმა და გაუნათლებლებმა რომ ვირწმუნოთ) მაინტერესებს, თუ ცხვირპირაკრულებმა უნდა ვიაროთ, ვაქცინა რა საჭიროა მაშინ? ისედაც ხომ გავწმინდეთ ჰაერი დედამიწაზე ჩვენი ამონასუნთქით და პირბადეების და არამარტო, ბიზნესი ავაყვავეთ?
ხან რომ მუტაციას განიცდის და ხან რომ ახალი შტამია ეგეც აგვიხსენით, რატომ და როგორ, იმისათვის რომ ეჭვი არ შეგვეპაროს კოვიდ 19-ის ბუნებრივობაში. (მუტაცია და ახალი შტამი ერთი ხოა? კაცობრიობის დასაბამინად რომ განიცდიდნენ მუტაციას ვირუსები? ) ვინმე ამ კითხვებზე გასცემს პასუხს?
სოციალური ქსელი: ნანა აბესაძე