მსახიობი, ბესო ზანგური, სოციალურ ქსელში, წერს:
“პროტესტი არ ნიშნავს მთავრობის შეცვლას” მომწერა ერთმა უსაყვარლესმა მეგობარმა დღეს დილით-და ვეთანხმები… რომელსაც ისეთ თემაზე მივწერე რომ 3 თვის წინ რომ ეს ეწინასწარმეტყველა ვინმეს ჩემთვის, სირცხვილის ცეცხლი დამწვამდა…
ახლა არ დამწვა, იგივე პრობლემაა და ომში ყველა ჯარისკაცია…
ყველაფერი გასაგებია: ვირუსია! მაგრამ გაიგეთ თქვენც – გვკიდია უკვე ვირუსი!!!
21 საუკუნეში არც სიკვდილი გვიკვირს და არც სიცოცხლე, გვიკვირს რომ შიმშილი და დეპრესიაა…
ბავშვები ფენიბუტზე გადავიყვანო??
დაასრულეთ ეს მართლაც მარაზმი უკვე.
ყველას თავის ნაშოვნ მილიონსა და მილიარდში გაგიმარჯოთ მაგრამ მსოფლიო გაოცებული გიყურებთ…
აფრიკაში აჭმევს ჯერალ ბათლერი მხოლოდ 40.000 ბავშვს დღეში და რა გაგიხდათ ან რატომ გძულთ ასე თქვენი ხალხი და ქვეყანა რომ 3 მილიონიან ქვეყანაში ადამიანები შიმშილით იხოცებიან…
მე ვერ ვჭამ რესტორანში თუ ვიცი რომ სახლში მსგავსი საკვები არაა ჩემს შვილებთან… რა გადამივა როცა ვიცი რომ იქ არ აქვთ… დღეს ცხელი ფენოვანი ვერაფრით მივიტანე პირთან რომ ვიცოდი სახლში ბუსა-ს არ ჰქონდა, გადავდე..
მოკლედ -ასე არ არის ქვეყანაც??? ასე არ არის განა??? ეს არ ისწავლება…
ამ ქვეყანაში ყველა მაგრად უნდა იყოს იმდენი მილიონერ მილიარდერია რა ვერ აივსეთ???? თქვენც ხელფასით არ გქონდეთ სულ ნაშოვნი!!!!
სულ ეს არაა მაგრამ დღეს სულ ეს იყოს!!!!