ქობულეთში, ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 2 სკოლის მოსწავლეა.
უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხრამში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.