მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო პირველი რესპუბლიკის მოედანზე. ღონისძიების კულმინაციამდე დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ მიუზიკლი “საახალწლო ექსპრესი.”
კულტურული ღონისძიებების გარდა საახალწლო ქალაქი დატვირთული იყო მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი წარმოდგენებით. ბავშვების განწყობაზე თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.