მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო, სასუქი მიიტანეს. აღნიშნულს თბილისის მერიის თანამშრომელსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა განაცხადა, სასუქი ნაძვის ხის გასაზრდელად მიიტანეს.
„ამ სასუქს ახლა დავუტოვებთ კალაძეს. იმედია დაასხამენ ნაძვის ხეს და 31 დეკემბრამდე გაიზრდება ეს ნაძვის ხე, იმიტომ რომ მილიონი ლარის ამ ნახევარ ხეს არაფერი არ ეტყობა“, – განაცხადა ბიძინაშვილმა.
ცნობისთვის, საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ესწრებოდა