მერკელი ქვეყნებს მოუწოდებს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ერთად იმოქმედონ

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ქვეყნებს მოუწოდებს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ერთად იმოქმედონ.

ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.

„ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ მრავალმხრივი მიდგომა უნდა ავირჩიოთ, რადგან იზოლაციის მიდგომა ჩვენს პრობლემებს ვერ გადაწყვეტს” – განაცხადა მერკელმა.

მერკელის თქმით, ვაქცინების განაწილება სამართლიანი უნდა იყოს.

წყარო: itv.ge