გრიპმა ორი ადამიანი შეიწირა – ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე

H1N1 გრიპის ვირუსით უკვე ორი ადამიანი გარდაიცვალა.

“სამწუხაროდ, ორი გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, მოზრდილის, საავადმყოფოებში,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ორივე შემთხვევა იყო დაგვიანებული.

“ცირკულირებს ორი ტიპის გრიპის ვირუსი – ა და ბ. პრევმონირებს ბ ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით უფრო მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს ვიდრე ა-ს H1N1 ან ა-ს H3N5,” – თქვა მან.

გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ბ ტიპის ვირუსის ცირკულაცია, დაახლოებით, სამჯერ მეტია.

მან განაცხადა, რომ თანდათან მზარდია დინამიკა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში ფიქრობენ, რომ მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში კიდევ იქნება ზრდა:

“ამიტომ, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის პრევენციული ღონისძიებების გატარება, რა რეკომენდაციებსაც ჩვენ ამ დროს ვიძლევით” – განაცხადა გამყრელიძემ.