ჯონ კერი – გაერთიანებული სამეფოს კლიმატის სამიტი მსოფლიოს გადასარჩენად უკანასკნელი შანსია

გაერთიანებული სამეფოს კლიმატის სამიტი, რომელიც წელს გაიმართება, მსოფლიოს გადასარჩენად უკანასკნელი შანსია, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის საკითხებში ჯონ კერიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წინამორბედისგან გასხვავებული ხედვა აქვს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ჯონ კერიმ ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი კლიმატის ცვლილებას არასერიოზულად უყურებდა და მისი პრეზიდენტობის დროს ამ კუთხით არაფერი გაკეთდა, წლები კი დაიკარგა.

„3 წლის წინ ჩვენ გვითხრეს, რომ გლობალური დათბობით გამოწვეული პროცესების თავიდან ასარიდებლად 12 წელი გვქონდა. ეს 3 წელი ჩვენ დონალდ ტრამპის გამო დავკარგეთ და ახლა ამ პრობლემების მოსაგვარებლად გაცილებით ნაკლები დრო გვაქვს“, -განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს ტრამპთან შედარებით გარემოს დაცვასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვს. ჯო ბაიდენმა ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა, რომ გლობალური დათბობის შეჩერება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება და აშშ კლიმატის ცვლილების შესახებ 2015 წლის პარიზის შეთანხმებას დაუბრუნდება.

წყარო: itv.ge