ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი, მგზავრობისას თავსგადამხდარ ამბავზე სოციალურ ქსელში იუმორით წერს.
,,დღეს ტაქსში ჩავჯექი თუ არა, მძღოლმა პირბადე თვალებამდე აიწია, ხელზე სითხე დაისხა და 5 წუთი იზელდა. მერე დაძრა მანქანა, მე გულგახეთქილი ვზივარ, დახველება მინდა და თავს ვიკავებ რომ გული არ გაუსკდეს.
ბოლოს რომ გავლურჯდი და მივხვდი ვიხრჩობოდი, ნაზად ჩავახველე – სკამიანად შეხტა. ცოტა ხანი ვიკავე თავი მორიგ გალურჯებამდე, მერე კიდე დავახველე, ამჯერად ორჯერ და თვალები გადმოყარა.
დავაპირე ახსნა რომ ბრონქიტი მაქვს და ტემპერატურის ცვლილებაზე მიტყდება ხველა და არ შეგეშინდეთმეთქი და როგორც კი პირი გავაღე, უკვე მივხვდი რო ტაქსში სიკვდილი არ მინდოდა და მივუშვი ხველა.
ხოდა არ ვამეტებ – თავზე გადაისხა ის სითხე – მიმიყვანა ადგილამდე, არ მინდა ფულიო, აბა ჩემ გადაწოდებულს ხელს ხო ვერ მოკიდებდა და გაუჩინარდა.
მოკლედ, ვისაც უფულოდ მგზავრობა ან ურიგოდ რამის აღება გინდათ, ინბოქსში შემეხმიანეთ”, – წერს სარიშვილი ,,ფეისბუქის” გვერდზე.