ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, იაგო ხვიჩია უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, არაფორმალურ გარემოში შეხვდა:
პირველი შეხვედრა ჰქონდათ და თვითონ, დაუკავშირდნენ და შეხვდნენ იაგოს არაფორმალურ ვითარებაში და ზუსტად, ყველა იმ თემაზე ისაუბრეს, რომელ თემებზეც იაგოს ჰქონდა საუბარი – ამბობს მეგრელიშვილი.
“გირჩის” ერთერთი ლიდერის თქმით, “ოცნებას” გაჭედილი აქვს, რომ არჩევნები არ გაუყალბებია:
„აი გაჭედილები აქვთ, რომ არ გაუყალბებიათ არჩევნები და ეს არ არის მარტივი არგუმენტი გადასალახად, ანუ ამ ხალხს მტკიცებულების სტანდარტზე წარმოდგენა აქვთ და არ არის მარტივი ამ არგუმენტის გადალახვა. ჩვენ გაჭედილი გვაქვს პროპორციულ არჩევნებზე“ – განაცხადა მეგრელიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.