პორტგულიაში საყოველთაო კარანტინი 15 თებერვლამდ გახანგრძლივდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, ქვეყანაში საშინელი ვითარებაა შექმნილი. მისი თქმით, ყველაზე რთული პერიოდი კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება.
ბოლო დღე-ღამეში პორტუგალიაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდაიცვალა 303 ინფიცირებული. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 16 432 ადამიანს.
მისი თქმით, არსებული ვითარება ახალი წლის დღესასწაულს უკავშირდება.
„იყო აშკარა შეცდომები. ხშირად ეს იყო ის, თუ როგორ გადავცემდი მე გზავნილს პორტუგალიელებს. როდესაც გზავნილის ადრესატი ვერ იგებს გზავნილს, მაშინ ეს მაცნეს ბრალია” – განაცხადა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა.
წყარო: ptn.ge