პოლიტპატიმრების პუნქტში გიორგი რურუა რჩება – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება საზოგადოების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგია.

“ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და ხელისუფლებაზე საზოგადოების ზეწოლის შედეგი, თუმცა პოლიტპატიმრების პუნქტში რჩება კიდევ ერთი პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა, რომლის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

წყარო: itv.ge