კორონავირუსით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1441 პირი, გარდაიცვალა 11 პაციენტი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1441 პირი, გარდაიცვალა 11 პაციენტი.

საერთო ჯამში ინფიცირებულების რაოდენობა ამ დრომდე 257 632-ს შეადგენს.

დღემდე კორონავირუსისგან 248 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში  3159  პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 19 989, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 126, PCR ტესტით – 6863.